თეგებით ძიება
20. 04. 2023 ვიდეო

„ადამიანები აღარ ხართ? დავიხოცეთ. ღამეებს ვუთენებ ბავშვს, რომ არ გამეგუდოს“ - ვიდეო

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი ხელისუფლების მხრიდან დახმარებას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

მშობლები მთავრობას სთხოვენ, დააფინანსოს მედიკამენტები, რომელიც აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი.

„ადამიანები აღარ ხართ? დავიხოცეთ. ღამეებს ვუთენებ ბავშვს, რომ არ გამეგუდოს. გამოდით რა, ამ კაბინეტებიდან რით ვერ გამოდიხართ?! ან გვითხარით რომ არ გაძლევთ, თავი დაგვანებეთ, ან გვითხარით, ვერ მოგვაქვს ეს წამალი. ღამეებს ვუთენებ ბავშვს რომ არ გამეგუდოს. ხალხი არა ხართ? გამოდით კაბინეტებიდან, რით ვერ გამოხვედით, შეგვხვდი, რა მოგივა, დაგველაპარაკეთ. იქნება ჩვენ ჯანდაცვაზე მეტი ინფორმაცია გვაქვს? ადამიანები აღარ ხართ? წაიღეთ ეს საბუთები და შეამოწმეთ რომ მართლები ვართ. დავიხოცეთ. გუშინ ქუჩაში სიცივისგან ვკანკალებდით, ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვტიროდით, და თქვენ სახლში იჯექით და თბებოდით…” - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა