თეგებით ძიება

„მეტი რა უნდა მოხდეს, 17 ბავშვი, უმძიმესი დიაგნოზით წამლის გარეშეა დარჩენილი“ - თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლების მოთხოვნებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

„მეტი რა უნდა მოხდეს, 17 ბავშვი, უმძიმესი დიაგნოზით წამლის გარეშეა დარჩენილი, ბავშვების დედები აღამებენ და ათენებენ პასუხის მოლოდინში და გამკითხავი არავინაა. 

არ აქვს მნიშვნელობა აწი რა მოხდება, მათ ეს უკვე გაბედეს!

უკვე გაბედეს 17 ბავშვის სიცოცხლე დაეყენებიათ რისკის ქვეშ, ისე, რომ საზოგადოების რეაქციის არ შეშინებოდათ!

ისინი თვლიან, რომ როცა ჩვენ შვილებს შიათ – გავჩუმდებით!

ისინი თვლიან, რომ როცა ჩვენი შვილების მომავალს საფრთხე ემუქრება – გავჩუმდებით!

ისინი თვლიან, რომ როცა ჩვენი შვილების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება – გავჩუმდებით!

ხოდა, ტყუიან?!

ამ სიჩუმის ფასს ჩვენი შვილები და ჩვენი მოხუცები იხდიან ყველაზე მწარედ!

ჩვენ კიდევ უფრო მწარედ გადავიხდით!“ - წერს კეშელავა.

ცნობისთვის, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი ხელისუფლების მხრიდან დახმარებას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

მშობლები მთავრობას სთხოვენ, დააფინანსოს მედიკამენტები, რომელიც აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა