ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ითხოვს
მარტის აქციების საქმეზე დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა, გია კალანდაძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ითხოვს. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
"ჩემი ბიჭი იყო სწორ დროს, სწორ ადგილას და სწორი საქმისთვის. მე არ ვიცი, ეს მართლმსაჯულება როგორ წავა, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს.
ლაზარე, როგორც მეუბნებიან, არის მხნედ, ვაჟკაცურად, იქედან მამხნევებს, ბაბუ, ნუ გეშინიაო.
მე არ ვიცი, რამდენად შეიძლება ნაფიცი მსაჯულები რომ მონაწილეობდნენ ლაზარეს პროცესში. მგონი, ამ მუხლებს არ ეხება ნაფიცი მსაჯულები და თუ შეიძლება, რომ პარლამენტში ამ ინიციატივით შევიდე", - განაცხადა გია კალანდაძემ.
ცნობისთვის, პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა.