თეგებით ძიება

ბიზნესცენტრ "ატრიუმში“ საპოლიციო მოქმედებები, შესაძლოა, ე.წ. ქოლცენტრების საქმეს უკავშირდებოდეს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი წევ­რის, ლაშა ფა­რუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ბიზ­ნეს­ცენ­ტრ "ატ­რი­უმ­ში“ სა­პო­ლი­ციო მოქ­მე­დე­ბე­ბი ე.წ. ქოლცენტრების საქმეს უკავშირდება. 

ფარულავას თქმით, მას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბიზ­ნეს­ცენ­ტრში ე.წ. ქოლ­ცენ­ტრე­ბი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, რის შემ­დე­გაც ცენ­ტრის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მი­მარ­თეს, მი­ე­წო­დე­ბი­ნათ ინ­ფორ­მა­ცია, თუ რო­მე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ოპე­რი­რებ­დნენ ბიზ­ნეს­ცენ­ტრ "ატ­რი­უმ­ში".

რო­გორც ლაშა ფა­რუ­ლა­ვა გან­მარ­ტავს, მათ ინ­ფორ­მა­ცია არ მი­ა­წო­დეს, რის შემ­დე­გაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს და­უ­კავ­შირ­დნენ.

"გვქონ­და გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბიზ­ნეს ცენ­ტრ "ატ­რი­უმ­ში" იყო, სა­ვა­რა­უ­დოდ, გან­თავ­სე­ბუ­ლი ე.წ. ქოლ­ცენ­ტრე­ბი. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ იყო მოძ­რა­ო­ბე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ და­ვინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყა­ვით. მო­ვე­დით და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია ძა­ლი­ან ცი­ვი­ლუ­რი, რომ მო­ე­ცათ ინ­ფორ­მა­ცია, რა ტი­პის კომ­პა­ნი­ე­ბი ოპე­რი­რე­ბენ ად­გილ­ზე. ცხა­დია, მათ არ მოგ­ვა­წო­დეს და ჩვენ პო­ლი­ცი­ას ჩვე­ნი ვა­რა­უ­დი გა­ვუ­ზი­ა­რეთ. შემ­დეგ პო­ლი­ცია, რო­გორც ჩანს, და­ინ­ტე­რეს­და. იმე­დია, თუ ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ძი­ე­ბა ეროვ­ნულ დო­ნე­ზე არ გა­მო­არ­კვევს მფარ­ვე­ლებს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გავა მფარ­ვე­ლე­ბის კვალ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ლაშა ფა­რუ­ლა­ვამ.

ცნობისთვის, ბიზ­ნეს ცენ­ტრის შე­ნო­ბა­ში პოლიცია შევიდა და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა