"მაგარი ამბავი მაქვს..." - რას წერს გურამ შეროზია?
რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის გამარჯვებული, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა, სადაც მაღალ ანაზღაურებას მიიღებს.
"მაგარი ამბავი მაქვს: ძალიან საინტერესო, საერთაშორისო კონკურსში გავიმარჯვე და სრული დაფინანსებით, მაისის ბოლოს 1 კვირით გავემგზავრები პოლონეთში და ჩავატარებ ლექციებს ერთ ძალიან კარგ უნივერსიტეტში, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად.
უფრო მეტიც, საკმაოდ კარგადაც ამინაზღაურდება ეს ყველაფერი და მოკლედ, ძალიან ბედნიერი ვარ და გიზიარებთ ამ მაგარ ამბავს.
ეს რიგით მეოთხე ვიზიტია ევროპაში, მსგავს ფორმატში და ძალიან კარგი საერთაშორისო პრაქტიკისთვის!
ამჯერად ევროპის უნივერსიტეტის სახელით წარვდგები. მაისში ასევე დასასრულებელი მაქვს დისერტაციის 80%, კვლევა გამოსაქვეყნებელი ერთ საერთაშორისო ჟურნალში და აკადემიური კუთხით ძალიან დატვირთული პერიოდი მაქვს. მისურვეთ წარმატება“, - წერს შეროზია.