თეგებით ძიება

ცოტათი იკლო სროლებმა - სუდანიდან საქართველოს 35-მდე მოქალაქის ევაკუაცია ვერ ხერხდება

სუდანში ჩარჩენილი ქართველების ევაკუაცია ისევ ვერ ხერხდება. დაპირისპირებულ მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებები ორჯერ დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისევ გრძელდება.

სუდანში ამ დრომდე რჩება საქართველოს 35-მდე მოქალაქე.

"ცოტათი იკლო სროლებმა. პოზიტიური ის არის, რომ რამდენიმე ათეული ლიტრი საწვავი მიუტანეს ჩვენმა პარტნიორებმა ჩვენს თანამშრომლებს და ამ დროისთვის ელექტროენერგია უკვე მიეწოდებათ. ევაკუაციაზე ველოდებით საგარეოსგან ინფორმაციას, კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობთ, ვართ ლოდინის რეჟიმში. თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან თავიანთ საცხოვრებელში",- ამბობს რატი ბაკურაძე, "მაივეი ეარლაინსის" გენერალური დირექტორი. 

ცნობისთვის, სუდანში რამდენიმე დღეა ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის შეტაკებები გრძელდება. დაპირისპირებისას გამოყენებული იყო მძიმე ტექნიკა და არტილერია. ცნობილია, რომ დაღუპულია 200-ზე მეტი და დაშავებულია 2 600-ზე მეტი ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა