თეგებით ძიება

"16 ბავშვის წამალი როგორ ვერ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ, ამისთვის მშობლებს აქციის მოწყობა რატომ უნდა სჭირდებოდეთ?" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების შესახებ წერს, რომელთა მშობლებმაც კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

"მასშტაბურიც არ არის, რომ ამას სახელმწიფო ვერ მოერიოს და ამით იმართლოს თავი. 16, სულ რაღაც 16 ბავშვი ყოფილა ქვეყანაში აქონდროპლაზიის მქონე. 16 ბავშვის წამალი როგორ ვერ უნდა უზრუნველყოს  სახელმწიფომ, ამისთვის მშობლებს აქციის მოწყობა რატომ უნდა სჭირდებოდეთ?", - წერს ფსიქოლოგი.

ცნობისთვის, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი ხელისუფლების მხრიდან დახმარებას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

მშობლები მთავრობას სთხოვენ, დააფინანსოს მედიკამენტები, რომელიც აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა