თეგებით ძიება

ღალატი, როგორც ფუნდამენტური ნდობის რღვევა, ცხოვრების მტიკვნეული ეტაპები - რას გვირჩევს ფსიქოლოგი?

ფსიქოლოგი, ანა არველაძე აცხადებს, რომ ღალატის სურვილის გაჩენა ფუნდამენტური ნდობის რღვევის პროცესია.

„ეს ფუნდამენტური ნდობის რღვევის პროცესია. შეიძლება იყოს გაუცნობიერებელი ან გაცნობიერებული. შესაძლოა არასრულფასოვნების  კომპლექსის გამო იყოს ღალატი. 

ხშირად ისმის სიტყვები, რომ თუ უყვარს უნდა აპატიოს. ეს ძალიან მცდარი მოსაზრებაა, პატიება ეს არის გადაწყვეტილება, აქ სიყვარული არაფერ შუაშია. პატიება გაცილებით რთულია. 

არის შემთხვევები, როდესაც წყვილი ღალატის შემდეგ უფრო ახლოვდება, იმიტომ, რომ იწყება დიალოგი, პრობლემებთან თვალის გასწორება, შესაბამისად ღალატი რაოდენ პარადოქსალურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს შესაძლოა იქცეს წყვილის შემაკავშირებელ ეპიზოდად“,- ამბობს ანა არველაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა