თეგებით ძიება

"მაგ კონცერტს, გვირჩევნია იმ 16 ბავშვს დაეხმაროთ!“ - რას წერს ბაია პატარაია?

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების შესახებ წერს, რომელთა მკურნალობას სახელმწიფო არ აფინანსებს

"სულ 16 აქონდროპლაზიის მქონე ბავშვი ცხოვრობს საქართველოში, რომლებისთვისაც მედიკამენტს არ ყიდულობს ქოცმთავრობა. სამაგიეროდ, დაგვიანონსეს, რომ 70 მილიონი უკანალში უნდა ამოისვან ტაშ-ფანდურით. 

ეგ ფული ბიუჯეტისაა, ქოცებო, ანუ ჩვენია - ხალხისა! ჩვენ კიდევ მაგ კონცერტს, (რომლის ბილეთები კიდე ცალკე უნდა მოგვყიდოთ), გვირჩევნია იმ 16 ბავშვს დაეხმაროთ! არ გჯერათ? ვისაც გინდა, იმას ჰკითხეთ", - წერს უფლებადამცველი.

ცნობისთვის, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი ხელისუფლების მხრიდან დახმარებას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

მშობლები მთავრობას სთხოვენ, დააფინანსოს მედიკამენტები, რომელიც აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა