გავერთიანდეთ - ნუცა ბუზალაძე ახალ მიმართვას ავრცელებს
ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე საზოგადოებას დახმარებას კიდევ ერთხელ სთხოვს.
„ნუცა American Idol-ის მომდევნო ტურში იბრძოლებს სხვა კონკურსანტებთან ერთად 12 ფინალისტს შორის მოსახვედრად !!!ამიტომ ხმის მიცემა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია! ხმის მიცემა ამჯერადაც 10 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი!
რა დროს უნდა მოხდეს ნუცასთვის ხმის მიცემა?
მომდევნო ტურის ტელეტრანლაცია დაიწყება ნიუ-იორკის დროით კვირას, 23 აპრილს 20:00 საათზე (და ხმის მიცემა გაგრძელდება 24 აპრილის დილის 6:00 საათამდე), ლოს-ანჯელესის დროით დაიწყება კვირას, 23 აპრილის 17:00-საათზე (და ხმის მიცემა გაგრძელდება 24 აპრილის ღამის 3:00 საათამდე) და თბილისის დროით დაიწყება ორშაბათს, 24 აპრილს დილის 4:00 (და ხმის მიცემა გაგრძელდება 24 აპრილის დღის 14:00 საათამდე)
რა გზით შეიძლება ხმის მიცემა ნუცასთვის ?
ხმის მისაცემად არსებობს 3 გზა:
ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): https://idolvote.abc.com/
ხმის მიცემა შესაძლებელია სპეციალური აპლიკაციით
აპლკაციის ჩამოტვირთვა აიფონებისთვის: https://apps.apple.com/.../american-idol.../id1346914815
აპლიკაციის ჩამოტვირთვა ანდროიდებისთვის: https://play.google.com/store/apps/details...
ხმის მიცემა შეგიძლიათ სმს-ის საშუალებით - ნუცას ნომერი, ანუ 26 უნდა გაიგზავნოს 21523-ზე.
რამდენი ხმის მიცემა შეუძლია თითო გულშემატკივარს ნუცასთვის ყოველ ტურში?
თითოეულმა გულშემატკივარმა თითო საკონკურსო ტურზე შეუძლია ნუცას მისცეს მაქსიმუმ ჯამურად 30 (!) ხმა ზემოთმითითებულ დღეებში და საათებში ხმის მიცემის სამივე მეთოდის გამოყენებით.
მაქსიმუმ 10 ხმა - ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): https://idolvote.abc.com/
მაქსიმუმ 10 ხმა - სპეციალური აპლიკაციით American Idol appაპლიკაციის ჩამოტვირთვა აიფონებისთვის:
https://apps.apple.com/.../american-idol.../id1346914815აპლიკაციის ჩამოტვირთვა ანდროიდებისთვის
ნუცას ნომერი, ანუ 26 უნდა გაიგზავნოს ნომერზე 21523 ყოველ ჯერზე, როდესაც ნუცას მისცემთ ხოლმე თქვენს ხმებს, ხმის მიცემის ფანჯრის დახურვამდე უბრალოდ დარწმუნდით, რომ დააჭირეთ ღილაკს "შენახვა", - წერია მომღერლის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" გავრცელებულ ინფორმაციაში.