თეგებით ძიება

არჩილ ტატუნაშვილი სამშობლოზე შეყვარებული იყო, პუტინთან გარიგებაში არ შევიდა და აწამეს - საქართველოს ეროვნული გმირის დედის ემოციური მიმართვა

რუსი ოკუპანტების მიერ წამებით მოკლული, არჩილ ტატუნაშვილის დედა, რუსუდან ტატუნაშვილის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აცხადებს, რომ სიმართლის გამოააშკარავების იმედი აქვს. 

„იმედი მაქვს სამართალი აღდგება და სამართალი გაიმარჯვებს და ის დამნაშავეები დაისჯებიან. აქ კი გამოუტანს განაჩენი, დაუსწრებლად, უვადო პატიმრობა, მაგრამ იმათ არავინ არ დააკავებს იქ. ჩემი შვილი უდანაშაულო იყო და ოსებმა აწამეს სამშობლოს სიყვარულის გულისთვის. აიძულებდნენ, რომ ეთქვა ვითომ ტერორისტი იყო, შესული იყო იქ რომ პუტინის არჩევნები ჩაეშალა, რადგან გარიგებაში არ შევიდა იმათთან და არ ითანამშრომლა იმათთან, იძულებულები გახდნენ ეწამებინათ", - ამბობს რუსუდან ტატუნაშვილი.

ცნობისთვის,  მთავრობის საჩივარი "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დასაშვებად ცნო და წარმოებაში მიიღო.

საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების გატაცებას ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ზოლის გასწვრივ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა