სუდანში ქართული ავიაკომპანიის თვითმფრინავი დაიწვა - VIDEO
ქართული ავიაკომპანიის Myway Airlines-ის თვითმფრინავი Boeing 737-800 სუდანის აეროპორტში დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
თვითმფრინავი ავიაკომპანია Badr Airlines-ის ლიზინგის წესით ჰქონდა აღებული, Myway Airline-ს ეს ფაქტი ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. Myway Airlines-ს სუდანში ორი თვითმფრინავი ჰყავს.
ცნობისთვის, სუდანში რამდენიმე დღეა ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის შეტაკებები გრძელდება. დაპირისპირებისას გამოყენებული იყო მძიმე ტექნიკა და არტილერია. ცნობილია, რომ დაღუპულია 200-ზე მეტი და დაშავებულია 2 600-ზე მეტი ადამიანი.
Badr Airlines B737-800 (4L_MWA, built 2007) was destroyed by fire during recent military fighting at and around #KhartoumAirport, Sudan. @Eren50855570 pic.twitter.com/PyJ0fR8hTM — JACDEC (@JacdecNew) April 20, 2023