თეგებით ძიება

აქციების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ამ ყველაფრის ნაკლებად მჯერა - იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ აქციების წინააღმდეგი არ არის.

მისივე თქმით, სჯობს ოპოზიციამ პარლამენტში განაგრძოს მუშაობა.

„ჯერჯერობით კარგად მივდივართ. ამ კომისიის ფარგლებში „ქოცებს“ კანონების მიღებაზე ვათქმევინეთ უარი.  ეს გავაგრძელოთ, ამაზე უკეთეს საქმეს ვერასდროს ვერაფერს წარმოვადგენთ. ოპოზიცია ერთმანეთთან საუბარსაც თუ დაიწყებს, ესეც კარგი იქნება. ქუჩას რაც შეეხება, მგონი ზოგიერთ ოპოზიციონერს ქუჩასთან კარგი მოგონებები არ აქვს და სჯობს, პარლამენტში გავაგრძელოთ მუშაობა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა: „მოდით, გავშალოთ ფრონტი და ვთქვათ „არა კლანს სასამართლოში“. საზოგადოების პროტესტის გარეშე „ქართული ოცნება“ უკან არ იხევს“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა