მანიაკების აზრი ნაკლებად უნდა გაინტერესებდეთ - რამ გააბრაზა "სტეფანე" მღებრიშვილი?
პროდიუსერი და მომღერალი, "სტეფანე" მღებრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საზოგადოება არასასიამოვნო ადამიანების აზრით ნაკლებად უნდა დაინტერესდეს.
„ვიღაცები დაბლოკილი მყავდა და სხვისი ექაუნთით შევიხედე... კიდევ კარგი დავბლოკე.
როგორ უძლებთ ამხელა სიგიჟეს?
ზოგმა ახალმაც თავი წამოყო და ისინიც დავბლოკე. ძალიან კარგად მუშაობს ნერვიულ სისტემაზე, თქვენც გირჩევთ.
მანიაკ მარაზმატიკების აზრი ნაკლებად უნდა გაინტერესებდეთ. დაბლოკეთ ყველა და დაასვენეთ თქვენი ნერვიული სისტემა“, - წერს სტეფანე.