თეგებით ძიება

ყურადღება! მაქსიმალურად იაქტიურეთ, ნუცას მხარდაჭერა და ხმის მიცემა გადამწყვეტია - ზაზა შენგელია საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს

American Idol-ის ტურში, ქართველი მომღერლის, ნუცა ბუზალაძის შთამბეჭდავ გამოსვლას „ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი, ზაზა შენგელია კიდევე ერთხელ გამოეხმაურა და საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„ყურადღება! ყურადღება! ყურადღება! გთხოვთ ეს პოსტი მაქსიმალურად გადააშეაროთ.

ნიუ-იორკის დროით, კვირას, 23 აპრილს 20:00 საათზე და თბილისის დროით, ორშაბათს დილის 4:00 საათზე American Idol-ში ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება. ამ ტურის განმავლობაში ერთდროულად გაირკვევა ორი რამ: ვინ გადავიდა 26 კონკურსანტიდან TOP ოცეულში და ამასთან ერთად გაირკვევა - ამ ოცეულიდან 12 ფინალისტის ვინაობა, ვინც შემდეგი 5 ტურის განმავლობაში გააგრძელებს გზას American Idol-ის ფინალისაკენ.

ამ 12 ფინალისტისგან 2 კონკურსანტი შეირჩევა ჟიურის მიერ, ხოლო დანარჩენი 10 ფინალისტი კი ხმის მიცემის მონაცემების მიხედვით. ამიტომ ამ ტურში ნუცას მხარდაჭერა და ხმის მიცემა გადამწყვეტია! 

მე მსურს გაცნობოთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ: American Idol-ის გიგანტური და უაღრესად რეიტინგული სატელევიზიო შოუ თავისი არსებობის თითქმის 25 წელს ითვლის, და მისი არსებობის ისტორიაში პირველად ხდება ფაქტი, როცა უცხოელი კონკურსანტი გასცდა შესარჩევ ტურებს (თუმცა შესარჩევ ტურებზეც მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი უცხოელი კონკურსანტი მოხვდა) და გავიდა ლაივ შოუების ეტაპზე, და ეს სრულიად მარტომ შეძლო 25 წლის ქართველმა გოგონამ, რომელსაც ახლა თანადგომა, გამხნევება და მხარდაჭერა სჭირდება. ნუცას ქეისი შესაძლოა გახდეს პრეცედენტული და შეცვალოს მთლიანად ამ პოპულარული შოუს ფორმატი, რამაც ეს ტელეშოუ შეიძლება მსოფლიო მასშტაბის საერთაშორისო კონკურსად აქციოს, დაახლოებით ისე როგორც ტარდება US Open ჩოგბურთში, სადაც ამერიკელ სპორტსმენებთან ერთად, უცხოელი სპორტსმენებიც მონაწილეობენ.

მოგეხსენებათ, რამდენმა ახალგაზრდა ნიჭიერმა ამერიკელმა გაიკაფა გზა ამერიკულ მუსიკალურ ინდუსტრიაში, ამ სატელევიზიო კონკურსიდან, რომელი ერთი ჩამოვთვალო: ჯენიფერ ჰადსონი, კელი კლარქსონი, ქერი ანდერვუდი, კეტრინ მაკფი და სხვები, იმიტომ რომ ამ კონკურსის მონაწილეები “ევროვიზიის” კონკურსისაგან განსხვავებით, მყისიერად ხვდებიან მეიჯორი რექორდ ლეიბლების მხედველობის არეალში, რომელთა სტრატეგიასა და პოლიტიკაში მთავარ ამინდს სწორედ ამერიკული და ბრიტანული მუსიკალური ბაზრები ქმნიან. აქედან გამომდინარე ნუცა ბუზალაძე ამ კონკურსში ისტორიას ქმნის და არა მარტო ქართველი, არამედ მთელი დანარჩენი მსოფლიოს ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსების საქმეს აკეთებს, , ეს ყველამ კარგად უნდა გავიცნობიეროთ", - წერს ზაზა შელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა