კასპში შვილმა 80 წლის დედას სცემა - რას ამბობენ ადგილობრივები?
შს სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია - კასპის მუნიციპალიტეტში შვილმა 80 წლის დედას სცემა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დედის ცემის გამო დამნაშავე სასჯელს ადრეც იხდიდა.
შემთხვევა გუშინ ზემო ხანდაკში მოხდა. მამაკაცი ძალადობაში არაერთხელ იყო მხილებული.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახური ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნტით (მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) მიმდინარეობს.