"ძალიან გვიმძიმს ამ სამწუხარო ინფორმაციის გავრცელება" - ქართველი ექიმი გარდაიცვალა
კომპანია "რონიკოს" ექიმი-ოფთალმოლოგი, სვეტლანა ავეტიკიანი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში კომპანია ავრცელებს.
"კომპანია "რონიკოს" გუნდის წევრებო, მეგობრებო და ერთგულო მომხმარებლებო, ძალიან გვიმძიმს ამ სამწუხარო ინფორმაციის გავრცელება: გარდაიცვალა კომპანია "რონიკოს" ექიმი-ოფთალმოლოგი, ყველასთვის ძვირფასი ქალბატონი, სვეტლანა ავეტიკიანი.
ჩვენი სვეტა ექიმი "რონიკოს" დაარსების პირველსავე წლებიდან, მთელი 28 წლის მანძილზე აძლიერებდა და ავითარებდა კომპანიას თავისი ერთგულებით და უსაზღვრო პროფესიონალიზმით. წლების მანძილზე, მან უდიდესი წვლილი შეიტანა კომპანიის წინსვლაში, თავისი ცოდნა და პროფესიონალიზმი გაუზიარა და გადასცა "რონიკოს" არაერთ ექიმ-ოფთალმოლოგს, ოპტიკოსს, კოლეგას; ჰყავდა ათასობით კმაყოფილი და ერთგული პაციენტი, რომელთა მთელი თაობებიც ჩვენს სვეტა ექიმს საოცრად ენდობოდნენ და უდიდეს პატივს სცემდნენ.
კომპანია "რონიკოს" გუნდის თითეოული წევრი შეგვძრა სვეტა ექიმის გარდაცვალებამ. დავკარგეთ საუკეთესო პიროვნება, კოლეგა, მეგობარი, ნამდვილი პროფესიონალი.
ყველაფრისთვის უღრმესი მადლობა, ჩვენო უძვირფასესო სვეტა ექიმო! ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩებით.
პანაშვიდები გაიმართება 21, 22 აპრილს, 16:00 სთ-ის შემდეგ.
მის.: იუნკერის ქ. 1, მე-3 სად., მე-9 სართ.
დაკრძალვა - 23 აპრილს, 14:00 სთ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.