თეგებით ძიება
21. 04. 2023 სპორტი

"შენ "ნაპოლის" იმ სიამაყის განცდა დაუბრუნე, რომელსაც თითქმის 30 წელია ელოდა“ - მაკა ხაჩოშვილი კვარაზე

თარჯიმანი, მაკა ხაჩოშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და "ნაპოლის" ქართველ ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.

"Როგორ მინდოდა ამ დროს ხვიჩასთვის მეც მეთქვა გამამხნევებელი სიტყვები და უბრალოდ ჩავხუტებოდი. 

ხვიჩა, Შენ ყველაფერი გააკეთე და აკეთებ ამ გუნდისთვის, იმაზე მეტი ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა.

ხვიჩა, შენ Ნაპოლი მარადონას ეპოქაში დააბრუნე! 

ქალაქს ის ოცნება და ენთუზიაზმი დაუბრუნე, რომელიც მრავალი წელი თითქმის  მივიწყებული ჰქონდა. 

Ჩემპიონო, ფეხბურთის მხატვარო, შენი სტადიონზე საოცარი შედევრებით, ნაპოლი-ს იმ  სიამაყის განცდა დაუბრუნე,  რომელსაც თითქმის 30 წელია ელოდა.

Ნაპოლი პირველად ისტორიაში,ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში გაიყვანე და აგერ სკუდეტოს თასის აწევას, არც ისე ბევრი უკლია.

Შენი ნაპოლში მოსვლით,  ორად გაყოფილი -  იმედგაცრუებული და იმედის ნაპერწკალ შემოტოვებული "ტიფოზები" გააერთიანე.

 Იმ  ადამიანებს შეაყვარე ფეხბურთი ვინც ისიც კი არ იცოდა რამდენი მოთამაშე გადიოდა სტადიონზე.

კარგი მოთამაშე, Გოლის ჩაგდებით კი არა, მატჩების მსვლელობის დროს, იმ საოცარი თამაშით გენიალურ კომპოზიციას, რომ წერენ გენიოსები, იმით ფასდება.. 

კარგი მოთამაშე, გუნდის სიყვარულის გამოისობით კისერზე გამოსული ვენით ფასდება.

კარგი მოთამაშე, ტაიმის წუთებზე არ ყურებით, როგორც Კარგი მებრძოლი ბოლომდე, რომ  არ ნებდება მოწინააღმდეგს, იმით ფასდება.

და კარგი მოთამაშე, დიახ, კარგი ადამიანობითაც ფასდება, შენი ყელში გაჩხერილი ცრემლებით, რომელიც უთქმელად ამბობს შენი გუნდის და ამ ქალაქის უდიდეს სიყვარულს. 

გიცნობ,  ვიცი რომ შენ ხარ ადამიანი, რომელსაც აქვს პირველ რიგში  განუსაზღვრელი რესურსი, როგორც ფეხბურთელს ასევე დიდი სულის ადამიანს, 

 Რომლის ირგვლივ ის უზარმაზარი სიყვარული ტრიალებს, რომელიც შენს თვალებში დაგუბებულ ცრემლებს შეგიშრობს და უბრალოდ გეტყვის: მადლობა ხვიჩა! 

Წინ ჩემპიონო!", - წერს თარჯიმანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა