უკანონოდ დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი, ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს
დროებით ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული, დიმიტრი მამაგულაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის ე.წ უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
საქართველოს მოქალაქე ე.წ "სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის" დააჯარიმეს და ქართულ მხარეს გადმოსცეს. მამაგულაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ დვანის მცხოვრებია.
ცნობისთვის, დიმიტრი მამაგულაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ 17 აპრილს დააკავეს.
ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.