ალბანეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა
ალბანეთმა რუსების მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ინფორმაციას რუსეთში ალბანეთის საელჩო ავრცელებს.
"რუსეთში ალბანეთის რესპუბლიკის საელჩო გაცნობებთ, რომ ალბანეთის მინისტრთა საბჭოს 2023 წლის 20 აპრილის მიერ მიღებული ცვლილებების შესაბამისად, 2021 წლის 29 დეკემბერს რეზოლუცია No858-ით გათვალისწინებული უვიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის უქმდება,“ - წერს ალბანეთის საელჩო.
მანამდე რუსეთის მოქალაქეებს შეეძლოთ, რომ ალბანეთის ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლა მხოლოდ პირველი მაისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ.