თეგებით ძიება

მკვლელებს მფარველი ჰყავთ - ლევან იაგანაშვილის მკვლელობის საქმეზე დაზარალებულის ოჯახი დახმარებას ითხოვს

ლევან იაგანაშვილის მკვლელობის საქმეზე დაზარალებულის ოჯახი აცხადებს, რომ საქმის მთავარ ფიგურატებს მფარველები ჰყავთ.

საუბარია შარშან, 13 აგვისტოს მომხდარ დაპირისპირებაზე, რომელიც მკვლელობით დასრულდა. ოჯახი ამბობს, რომ საქმეში სამი პირი ფიგურირებს, თუმცა დაკავებული მხოლოდ ერთია. მათივე განცხადებით, გამოძიება თავიდანვე არა ჯგუფურად მკვლელობის, არამედ განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მოკლულის შვილები ამბობენ, რომ მოულოდნელად თელავის რაიონულმა სასამართლომ მუხლი გადააკვალიფიცირა და მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მალხაზ ჩივიაშვილს 6 წელი მიუსაჯა.

ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.

"თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მამაჩემის, ლევან იაგანაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, თავდაპირველად გამოძიება დაიწყო 108-ე მუხლით, რაც გულისხმობდა განზრახ მკვლელობას. თელავის რაიონულმა სასამართლომ 117-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა მკვლელს, რომელმაც მამაჩემს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ სამართალდამცავებმა დროულად გამოიძიონ საქმე და პასუხისგებაში მისცენ ის დანარჩენი 2 ადამიანიც, რომლებმაც მამაჩემის მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა", - თქვა გიორგი იაგანაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა