თეგებით ძიება

დედამიწის ზომის პლანეტიდან წამოსული განმეორებადი სიგნალები დაფიქსირდა - მეცნიერები ახალ კვლევას ასაჯაროვებენ

შესაძლოა, გალაქტიკაში სხვა პლანეტაზე სიცოცხლე არსებობდეს?! ადამიანებს ხშირად აინტერესებთ მსგავს გამოცანაზე პასუხი.

განმეორებითი რადიოსიგნალების კვალზე მიყოლამ ასტრონომები დედამიწის ზომის კლდოვან პლანეტამდე მიიყვანა, რომელსაც, როგორც ჩანს, პლანეტის სიცოცხლისათვის ხელსაყრელობის ერთი საკვანძო ფაქტორი აქვს: მაგნიტური ველი.

პლანეტის სახელია YZ ვეშაპის b და გარს უვლის ჩვენგან 12 სინათლის წლის მანძილზე, ვეშაპის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარე პატარა წითელ ჯუჯა ვარსკვლავს.

„სხვა მზის სისტემებში სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელ პლანეტათა ძებნა ნაწილობრივ დამოკიდებულია იმის განსაზღვრაზე, აქვთ თუ არა კლდოვან, დედამიწის მსგავს ეგზოპლანეტებს მაგნიტური ველი. ეს კვლევა აჩვენებს არა მხოლოდ იმას, რომ ამ კონკრეტულ კლდოვან ეგზოპლანეტას მაგნიტური ველი აქვს, არამედ უფრო მეტი ასეთი პლანეტის პოვნის იმედისმომცემ მეთოდსაც გვთავაზობს“, — ამბობს აშშ-ის ეროვნული რადიოასტრონომიის ობსერვატორიის პროგრამების დირექტორი ჯო პეში.

მაგნიტური ველი პლანეტის ატმოსფეროს მძლავრი ვარსკვლავური ქარების მიერ განადგურებისგან იცავს.

მაგალითად, მარსს ატმოსფერო ჰქონდა, იყო წყლიანი და თბილი პლანეტა, მაგრამ როდესაც მაგნიტური ველი დაკარგა, თავდაცვის გარეშე დარჩენილი მისი ატმოსფერო მზისგან მომავალმა პლაზმამ თანდათან გაფანტა.

წყარო: 1tv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა