ჩეხეთმა რუსულ გაზზე მთლიანად უარი თქვა
ჩეხეთმა მთლიანად უარი თქვა რუსული გაზის იმპორტზე 2023 წლის პირველ კვარტალში. ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine ავრცელებს.
"ჩეხეთის რესპუბლიკის უახლეს ისტორიაში პირველად, წლის პირველ კვარტალში ჩეხეთმა მთლიანად უარი თქვა რუსული გაზის იმპორტზე. ეს დიდი მიღწევაა. მე არ ვიცი სხვა ქვეყანა, რომელმაც შეძლო მისგან თავის დაღწევა“, - წერია ინფორმაციაში.