მზად ვარ თავდებში დავუდგე ლაზარე გრიგორიადისს - ლევან ხაბეიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მზად არის თავდებში ჩაუდგეს მარტის აქციების საქმეზე დაკავებულ, ლაზარე გრიგორიადისს.
„არანაირი სამართლებრივი საფუძველი, 21 წლის ლაზარეს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის არ არსებობს❗️ მოწმეებზე, ანუ "რობოკოპებზე" , განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე, 21 წლის ლაზარე ზემოქმედებას,ზეწოლას ვერ განახორციელებს. მისი მიმალვაც გამორიცხულია, მითუმეტეს უმარტივესია, რომ აკონტროლონ მისი ქვეყნიდან გასვლის საკითხი და ასევე, აბსოლუტურად შესაძლებელია, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, სამაჯურით მოხდეს მისი გათავისუფლება.
შემდეგ სასამართლო სხდომაზე, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობის პირობებში, მზად ვარ, მე ლევან ხაბეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თავდებში დავუდგე ლაზარე გრიგორიადისს...“ - წერს ხაბეიშვილი.