თეგებით ძიება
21. 04. 2023 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი იყო, არის და იქნება რუსეთის მარადიული მტერი - დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს გამოეხმაურა.

„ჩვენ არ გვაინტერესებს მათი გადაწყვეტილებები. დიდი ბრიტანეთი იყო, არის და იქნება ჩვენი მარადიული მტერი“, – წერს მედვედევი საკუთარ „ტელეგრამ არხზე“.

შეგახსენებთ, პოლიტიკოსის, ვლადიმერ ყარა-მურზას მოწამვლისა და დაპატიმრების საქმეზე დიდმა ბრიტანეთმა ხუთ პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულ პირებს შორის არიან რუსი გამომძიებლები და მოსამართლე, უსაფრთხოების სამსახურის ორი აგენტი, რომლებსაც კავშირი აქვთ 2015 და 2017 წელს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოწამვლასთან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა