თეგებით ძიება
21. 04. 2023 მსოფლიო

ალბანეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აუქმებს

ალბანეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციაში ალბანეთის საელჩო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ალბანეთში ჩასასვლელად რუსეთის მოქალაქეებს, ვიზიტის მიზნის შესაბამისად, ვიზის მისაღებად განაცხადის გაკეთება დასჭირდებათ.

ტურიზმის სტიმულირების მიზნით, ალბანეთის საელჩო უვიზო რეჟიმს 1-ელი მაისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ყოველწლიურად აუქმებდა.

ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეაჩერა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა მკაცრი მიდგომის დანერგვისკენ რუსეთის მოქალაქეების მიმართ. ამის შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ფინეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში რუს ტურისტებს შესვლა ეკრძალებათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა