თეგებით ძიება

იტალიელი რეჟისორი საქართველოს შესახებ ფილმს გადაიღებს

იტალიელი რეჟისორი, საქართველოს შესახებ მოკლემენტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს იღებს. ამის შესახებ ქართველი მედიატორი და თარჯიმანი, მაკა ხაჩოშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ნეაპოლში იტალიელი რეჟისორი იღებს დოკუმენტურ მოკლემეტრაჟიან ფილმს ქართველებზე. ეს იქნება ფილმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას და კულტურას გაუწევს პოპულარიზაციას იტალიაში და მის ფარგლებს გარეთ.

მინდა თხოვნით მოგმართოთ, ვისაც სურვილი ექნება, 30 აპრილს, კვირა დღეს, რომ მოხვიდეთ ქართული ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეძლებისდაგვარად საქართველოს დროშით და "ნაპოლის" მაისურებით.

ასევე რეჟისორის თხოვნით, ვისაც სურათი გაქვთ ხვიჩას ფიგურასთან გადაღებული, კომენტარებში გამოგვიგზავნეთ ან ჩემს პირად "მესინჯერში".

რეჟისორი ასევე დაინტერესებულია ქართველი მოცეკვავეებით, რომლებიც ნეაპოლში ცხოვრობენ.

დამატებითი დეტალებისთვის დამიკავშირდით პირადში ან დატოვეთ კომენტარი", - წერს მაკა ხაჩოშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა