მეუფე სტეფანე სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანეს
ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე, რომელიც დღეს საავადმყოფოში მოათავსეს, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
შეგახსენებთ 2022 წლის იანვარში მიტროპოლიტს თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა და კელიაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.