თეგებით ძიება

ჟურნალისტმა აკა ზარქუამ „ფორმულა“ დატოვა

ჟურნალისტმა, აკა ზარქუამ, რომელიც “ფორმულას” გადაცემის “მრგვალი მაგიდა” თანაწამყვანი იყო, ტელეკომპანია დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად ზარქუა „ფორმულას“ თანადამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის გარშემო განვითარებულ პროცესებს ასახელებს.

“მინდა გამოვეხმაურო ტელეკომპანია „ფორმულას“ თანადამფუძნებლის ირგვლივ განვითარებულ ამბებს. ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო გუნდი და შესაბამისად, აღარ ვიქნები გადაცემა „მრგვალი მაგიდის“ თანაწამყვანი.

მინდა მადლობა გადავუხადო თანამშრომლების და მეგობრების გუნდს, რომლებთან ერთად თავისუფლად ვაკეთებდი საყვარელ საქმეს.

წარმატებას ვუსურვებ „მრგვალ მაგიდას“ და მთლიანად „ფორმულას“, რომლის არსებობაც შექმნილ ვითარებაში ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს”, - წერს ჟურნალისტი.

BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საქართველოს  თავდაცვის ყოფილი მინისტრი და “ფორმულას” თანადამფუძნებელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია “ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან”, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

წყარო: netgazeti.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა