ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, - წერს ჯაღმაიძე.