კვარა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულშია - ვის უსწრებს ხვიჩა?
"ნაპოლის" 22 წლის ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სეზონი ჰქონდა, ტურნირის საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის მოხვდა.
ქართველი გარემარბი WhoScored-ის ფეხბურთელთა რეიტინგში ორი საფეხურით დაწინაურდა:
1. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი) – 7.96 (-0.02)
2. ლიონელ მესი (პსჟ) – 7.86 (0)
3. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 7.83 (0)
4. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 7.79 (-0.14)
5. იოზუა კიმიხი (ბაიერნი) – 7.68 (-0.03)
6. კილიან მბაპე (პსჟ) – 7.60 (0)
7. ფედერიკო ვალვერდე (რეალი) – 7.60 (+0.10)
8. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.58 (+0.08)
9. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 7.56 (0)
10. მეჰდი ტარემი (პორტუ) – 7.48 (0)