"მოდით საქართველოს დროშით და "ნაპოლის" მაისურებით" - იტალიელი რეჟისორი ქართველებზე ფილმს იღებს
იტალიის ქალაქ ნეაპოლში, იტალიელი რეჟისორი ქართველებზე დოკუმენტურ ფილმს იღებს . ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"მოგესალმებით მეგობრებო.
მინდა გაცნობოთ, რომ ნეაპოლში იტალიელი რეჟისორი იღებს დოკუმენტურ მოკლე მეტრაჟიან ფილმს ქართველებზე.
Ეს იქნება ფილმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას და კულტურას გაუწევს პოპულარიზაციას იტალიაში და მის ფარგლებს გარეთ.
Მინდა თხოვნით მოგმართოთ, ვისაც სურვილი ექნება, 30 აპრილს, კვირა დღეს, რომ მოხვიდეთ ქართული ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეძლებისდაგვარად საქართველოს დროშით ნაპოლის მაისურებით.
ასევე Რეჟისორის თხოვნით, ვისაც სურათი გაქვთ ხვიჩას ფიგურასთან გადაღებული, კომენტარებში გამოგვიგზავნეთ ან ჩემს პირად მესენჯერში.
Რეჟისორი ასევე დაინტერესებულია ქართველი მოცეკვავეებით, რომლებიც ნეაპოლში ცხვრობენ, რომ დაგვიკავშირდნენ.
Დამატებითი დეტალებისთვის დამიკავშირდით პირადში ან დატოვეთ კომენტარი", - ნათქვამია მაკა ყაჭოშვილის მიერ ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელებულ ინფორმაციაში.