თეგებით ძიება

"ჩემს ორსულ შვილს, 1 ლარად მიყიდა გამყიდველმა ერთი ცალი ალუჩაო" - რას წერენ სოციალურ ქსელში?

ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი სოციალური ქსელის ერთ-ერთი ჯგუფიდან ციტირებს ქალის სიტყვებს, რომლის ორსულ შვილსაც ერთი ცალი ალუჩა გამყიდველმა 1 ლარად მიყიდა.

"ერთ ჯგუფში დედა წერს, ჩემს ორსულ შვილს, ერთ ლარად მიყიდა გამყიდველმა ერთი ცალი ალუჩაო. 

ორსულსო. ერთი ცალიო. ერთ ლარადო.

რავი. ვერაფერში ჩავსვი. 

არადა, ზუსტად ვიცი, როგორ ძალიან ენდომებოდა ალუჩა იმ ორსულს.

ტოქსიკოზის პერიოდში მხოლოდ ალუჩაზე ვოცნებობდი, მარტო ალუჩა უნდოდა ჩემ გულს, არადა, თებერვალ-მარტში სად უნდა გეშოვა ალუჩა. 

კაი, საქონელი შენია და რა ფასადაც გინდა, იმ ფასად გაყიდი, თუ გეყიდება, მით უმეტეს, მარა, რა ერთი ლარი ერთი ალუჩა ", - წერს ნინო თარხნიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა