თეგებით ძიება

"გამოფხიზლდი!!!" - ვის მიმართავს ნიკოლოზ რაჭველი?

კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი სოცილურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომლითაც აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნის დაკმაყოფილებისკენ მოუწოდებს მთავრობას.

"ვთვლი, რომ ვალდებული ვარ და ამავე დროს მთელი გულით მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო სპეციფიური დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს, რომლებიც სიმწრით ითხოვენ შვილების გადასარჩენად სახელმწიფოს დახმარებას! ვაცნობიერებ რა, რომ გადასახადების გადამხდელთა საზოგადოების დიდი უმრავლესობა სოლიდარული იქნება მათ მიმართ, მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ შეუძლებელი უნდა შეძლოს მათი თხოვნის დასაკმაყოფილებლად! 

ჩვენ ვართ ქართველი ერი და თუ გვაქვს სამართლიანი შეგრძნება ვამაყობდეთ ამ ერის შვილობით, ერთერთი მნიშვნელოვანი არის სოლიდარობა და თანაგანცდა გაჭირვებული და პრობლემებით სავსე ადამიანთა (მით უფრო მოზარდთა და ასაკოვანთა) მიმართ! 

მთავრობავ, გამოფხიზლდი!!!", - წერს რაჭველი.

ცნობისთვის, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობას დახმარებას სთხოვენ და შვილებისთვის მედიკამენდის შეძენას სთხოვენ. მშობლები რამდენიმე დღეა აქციას მართავენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა