სასიხარულო ინფორმაცია - საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაციას ხელი მოეწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ, ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნულს ანტონიო ტაიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, დღეს ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებიც განამტკიცებენ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და გააღრმავებენ თანამშრომლობას მეცნიერებისა და კულტურის სფეროში. მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ გზას და მის ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს ტაიანი Twitter-ის პირად გვერდზე.