თეგებით ძიება

ჩვენს გატაცებას ცდილობნენ, კონდახი აქვს ჩარტყმული და წარბი აქვს გახეთქილი - ოკუპანტების მიერ ნაცემი კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს (ვიდეო)

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ, ჭვრინისთან რუსი ოკუპანტების მიერ ნაცემი კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 50 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კრიტიკულად მძიმედ ფასდება.

შეიარაღებული ოკუპანტების თავდასხმას იხსენებს ნაცემი კაცის მეუღლე, რომელიც მომხდარის  დროს ადგილზე იმყოფებოდა.

"როდესაც საქონელს ვაძოვებდით, ორი ოკუპანტი დაგვესახა თავს და მცდელობა ჰქონდათ ჩვენი გატაცების, მაგრამ ჩვენ გამოვიქეცით, დიდი მანძილი ვირბინეთ, ჩემი მეუღლე წააქციეს, ცდილობდნენ გაეკოჭათ, ფეხებთან ორჯერ დაგვახალეს. ხალხმა გაიგო ხმა და გამოვიდნენ, მაგრამ ახლოს ვერავინ მოვიდა, ამასობაში ჩვენი პოლიცია გამოჩნდა და მათ დანახვაზე გაიქცნენ.

ჩემს მეუღლეს კონდახი აქვს ჩარტყმული, წარბი აქვს გახეთქილი, თავი აწუხებს", - ამბობს ქალი.

მისივე განცხადებით, ორი შეიარაღებული ოკუპანტი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და მათ გამოეკიდნენ.

შეგახსენებთ, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა