თეგებით ძიება

მეუფე სტეფანეს მკურნალობა ჩეხეთში უტარდება - როგორია სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

გავრცელებული ინფორმაციით, მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს მკურნალობა ჩეხეთში უტარდება.

ინფორმაცია მეუფის ავადმყოფობის შესახებ ამ დრომდე საპატრიარქოს არ დაუდასტურებია.

მეუფე სტეფანე ხუთშაბათს არც წაჩხურობის დღესასწაულზე გამოჩენილა.

მეუფეს შარშან თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა და მაშინ იგი კელიაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ერთ-ერთ კლინიკაში დიაგნოსტიკური კვლევა უტარდება.

ბოლოს ჭყონდიდის ეპარქიის ვებ-გვერდზე მეუფის ქადაგება 17 აპრილით თარიღდება.

წყარო: primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა