თეგებით ძიება
22. 04. 2023 მსოფლიო

პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა არ იბრძოლებდა, დამარცხდებოდა - რას ამბობს აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენელი რუსეტის პრეზიდენტზე?

პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა არ იბრძოლებდა, მაგრამ უკრაინა მტკიცედ დგას პარტნიორების დახმარებით, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა არ იბრძოლებდა, მაგრამ უკრაინა მტკიცედ დგას პარტნიორების დახმარებით. ის ფიქრობდა, რომ ჩვენი ერთობა დაინგრეოდა, მაგრამ სასტიკმა ომმა, რომელიც რუსეთის არჩევანია, მხოლოდ დაგვაახლოვა. ფინეთი დღეს აქ არის როგორც ნატო-ს წევრი, იმედია, მალე შვედეთიც შემოგვიერთდება. ეს კი ძალიან მკაფიოდ მიუთითებს, რომ პუტინის მიერ არჩეული ომი არ არის ნატო-ს გაფართოების შედეგი, არამედ არის მიზეზი“, – განაცხადა ამერიკის თავდაცვის მდივანმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა