თბილისში, ავტობუსში 70 წლამდე კაცი დაჭრეს
თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტობუსში კაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი 70 წლამდე კაცია, ხოლო თავდამსხმელი 40 წლამდე კაცია.
დაჭრილს დაზიანება მხრის არეში აქვს მიყენებული.
ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს.