კვარაცხელია მომავლის ფენომენი და სერია A-ში საუკეთესო ფეხბურთელია- რას ამბობს "მილანის" კაპიტანი კვარაზე?
საფეხბურთო კლუბ „მილანის“ კაპიტანმა ,დავიდე კალაბრიამ „ნაპოლისთან“ გამართულ ბოლო 3 მატჩზე და კონკრეტულად ქართველ გარემარბ, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშზე ისაუბრა.
როგორც კალაბრიამ DAZN-თან ვრცელ ინტერვიუში თქვა, ხვიჩა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი და მომავლის ფენომენია.
„დიახ, ალბათ, ჩემი კარიერის საუკეთესო ორი თამაში იყო. ძალიან კარგად ვითამაშე და კმაყოფილი ვარ იმით, რაც გავაკეთეთ, როგორც ჩემპიონთა ლიგის მატჩებში, ისე ნეაპოლში. რა თქმა უნდა, მომწონს კვარაცხელიას დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში. ჩვენ ვსაუბრობთ ბიჭზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა იტალიაში, მაგრამ დაამტკიცა, რომ მომავლის ფენომენია და ამ დრომდე სერია A-ში საუკეთესოა“, - თქვა კალაბრიამ.
შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა.
წყარო: worldsport.ge