თეგებით ძიება

მივარდა ამ კაცთან, დაჭრა და გაიქცა - რას ამბობს თვითმხილველი ავტობუსში კაცის დაჭრის ფაქტზე?

თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტობუსში მომხდარ დაჭრის შემთხვევასთან დაკავშირებით, თვითმხილველი ამბობს, რომ კაცი ავტობუსში ავიდა და მოულოდნელად მგზავრი დაჭრა.

მისივე თქმით, შემთხვევას ხმაური და შელაპარაკება უძღოდა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი და თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტობუსში ხმაური არ ყოფილა და დაპირისპირების მიზეზი არ იციან - "ერთ გაჩერებაში ამოვიდა, მივარდა ამ კაცთან, დაჭრა და გაიქცა" - ამბობს თვითმხილველი.

ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევის ადგილას ელოდებიან ექსპერტ-კრიმინალისტებს. 

"დაჭრა ახალგაზრდამ მოხუცი კაცი. ხმა არ გამიგია ჩხუბის. ხმაური არ გამიგონია. ხალხმა დამიწყო ყვირილი მანქანა გააჩერეო, ავტობუსი გააჩერეო და გავაჩერე. ცხელ ხაზზე ვრეკავდი, ვერ დავინახე, სასწრაფოც უკან მომდევდა თურმე და უცებ წაიყვანეს",- ამბობს ავტობუსის მძღოლი. 

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ცნობით, მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა