თეგებით ძიება

"სირიაში იყოო იძახიან, მე კონტაქტი არ მაქვს" - რას ამბობს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულის დედა?

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულის, მალხაზ პაქსაშვილი დედა აცხადებს, რომ მას შვილთან კონტაქტი არ ჰქონია და მის ამბავს რძლის დახმარებით იგებდა.

"სირიაში იყოო იძახიან. მე რომ გითხრათ ზუსტად ვიცოდი ან წასვლის, ან იყო, არა. ესენი თუ ამტკიცებენ, რომ იყო, საზღვრის გადაკვეთის უფროსი არც მე არ ვარ, როგორც თქვენ, გადმოცემით, მეც ისე ვიცი. კონტაქტი მე არ მქონია. მე ვცხოვრობ თბილისში, ის არის აქ. რძალთან მქონია და მომიკითხია და ევროპაში არის წასულიო.

გერმანიიდან იყვნენ ჩამოსული, გამოძიება ჩატარდა, ვიღაცა რაღაცას ედავებოდა, იმაშიც გამართლდა", - ამბობს პაქსაშვილის დედა.

შეგახსენებთ, რომ პაქსაშვილის დაკავების სპეცოპერაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩაატარა. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაციას შეუერთდა.

გამოძიების მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია ბრალდებულის ძმებ ტოღოსაშვილებთან კავშირი. ტოღოსაშვილები ნომერ პირველ ტერორისტებად ითლებიან პანკისში. ძმებიდან ერთ-ერთი ცეზარ ტოღოსაშვილ წლებია, ტერორიზმის ბრალდებით სასჯელს ციხეში იხდის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა