თეგებით ძიება
22. 04. 2023 სპორტი

ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსანმა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა

 საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციიის ინფორმაციით, ირაკლი ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა, მათ შორის1 ოქროსა  და 2 ვერცხლის.

ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე  მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით  ირაკლი ჩხეიძემ (102 კგ.) იასპარეზა. 

ქართველმა ძალოსანმა ატაცში  168 / 173 კილოგრამის ძლევით ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ჩხეიძემ აკვრაში თავი 207 / 214/  კგ,. დაძლია და ოქროს მედლით ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო ორჭიდის ჯამში მოგროვილი 387 კილოგრამით კი ვერცხლს დაეუფლა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა