თეგებით ძიება

საბერძნეთში ტრეფიკინგის საქმეზე 51 წლის ქართველი დააკავეს

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში პოლიციის თანამშრომლებმა არალეგალი ემიგრანტების ტრეფიკინგის საქმეზე, 51 წლის ქართველი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, 51 წლის ქართველი იმიგრაციის მართვის დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ დააკავეს.

სამართალდამცველებმა კავალა-თესალონიკის ძველ გზატკეცილზე გააჩერეს სატვირთო მანქანა, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა.

სატვირთოს შემოწმებისას მანქანაში აღმოჩნდა ექვსი უცხოელი სირიიდან, რომლებსაც არ ჰქონდათ დოკუმენტები. ბერძნული მედიის თანახმად, ემიგრანტებს შორის ერთი ბავშვი იყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა