თეგებით ძიება
22. 04. 2023 მსოფლიო

ინდოეთი რუსულ სამხედრო ტექნიკას აღარ ყიდულობს - Bloomberg

ინდოეთმა შეაჩერა რუსული სამხედრო ტექნიკის შეძენა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საუბარია ადრე მიწოდებულ შეიარაღებაში თანხის გადახდაზე, რაც დაახლოებით 2 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს და ასევე 10 მლრდ დოლარის ოდენობის რუსულ კრედიტზე, რითაც ინდოეთს საზენიტო კომპლექსები S-400 უნდა შეეძინა.

ამერიკულ დოლარებში ინდოეთს შეიარაღებაში თანხის გადახდა არ შეუძლია, რადგანაც არსებობს მეორადი სანქციების რისკი, ხოლო რუსულ რუბლებში თანხის გადახდა ინდოეთისთვის დიდ ზარალს ნიშნავს, რადგანაც რუბლის შეძენა საბაზრო კურსით ლეგალურად ძალზე რთულია. რაც შეეხება ინდურ რუპიას, მის მიღებაზე უარს ამბობს რუსეთი.

არსებობს კიდევ ევროს და საამიროების დირჰამის გამოყენების შესაძლებლობა, რაშიც ინდოეთი ფულს იხდის რუსულ ნავთობში, მაგრამ თუ ნავთობის შემთხვევაში აშშ-ის და დასავლეთს ინდოეთის მიმართ პრეტენზიების არ გააჩნიათ, იარაღის შემთხვევაში შეიძლება სულ სხვა სიტუაცია შეიქმნას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა