თეგებით ძიება

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები დღეს მორიგ საპროტესტო აქციას გამართავენ

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები დღეს, 18:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან მორიგ საპროტესტო აქციას გამართავენ.

„აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის მოთხოვნა გრძელდება. ვითხოვთ, სახელმწიფომ შეასრულოს პირობა და გამოყოს ბიუჯეტიდან თანხა მედიკამენტისთვის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სასწრაფოა ჩვენი შვილებისთვის. თქვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია!“, - აღნიშნულია დაანონსებული აქციის ღონისძიებაში.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი ქვეყანაში მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შემოტანას ითხოვენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა