თეგებით ძიება

„უმორჩილესად გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ამას პოლიტიკური ქულებისთვის“ - რას წერს ანა მიქაძე- ჩიკვაიძე?

ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე აქონდროპლაზიის სინდრომის ბავშვების მშობლების პროტესტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ საკითხის პოლიტიკური ქულებისთვის გამოყენება უზნეობაა.

„უმძიმესი  ტკივილია  პირადად  ჩემთვის  ეს   პროცესი , რაც მშობლებს ახლა გადააქვთ, მაგრამ უმორჩილესად  გთხოვთ.. ნუ გამოიყებებთ  ნურცერთი მხარე  ამას პოლიტიკური  ქულებისთვის..  

ეს  უზნეობაა.. 

სახელმწიფო -  მივესალმები  ყველა მცდელობას.

ბიზნესი (მადლობა ხაზარაძეს ინიციატივისთვის.

პაატა ბურჭულაძეს (თავისი პოზოციისთვის). 

ჩვენ ადამიანები მოქალაქეები რისთვის  ვართ, ასეთ  დროს რამე ადამიანური თუ არ მოვიმოქმედეთ და  არ გავერთიანდით ერთი  ათეული  ბავშვის  დასახმარებლად“, - წერს ანა მიქაძე-ჩიკვილაძე.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი ქვეყანაში მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შემოტანას ითხოვენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა