თეგებით ძიება

თუშეთის სოფელში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეშოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ, ჯაბა ქააძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულის ადვოკატი, სასამართლოსგან 20 ათასლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ სრულად გაიზიარა, სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია, რომელმაც ქააძის დაპატიმრების შუამდგომლობა დააყენა.

წინასასამართლო სხდომა, სისხლის სამართლის საქმეზე, 14 ივნისს ჩატარდება.

შეგახსენებთ, მკვლელობა თუშეთის სოფელ ჭეშოში, ორი დღის წინ მოხდა. გამოძიების მტკიცებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრებმა, 36 წლის ჯაბა ქააძემ, სანადირო თოფიდან გასროლით, ყოფითი კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი, ნოდარ ნეკერაული მოკლა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა