„მას მერე ღაპაღუპით მცვივა ცრემლი. სახლში მინდა, აფხაზეთში! გესმის, ღმერთო?!“ - რა ფოტოებს აქვეყნებს სოფიო ხორგუანი?
უფლებადამცველი, სოფიო ხორგუანი სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში სამკურნალოდ ჩასულმა აფხაზმა ბიჭმა აფხაზეთში ჩამოსხმული ღვინო და იქვე დაფასოებული ყავა აჩუქა და ეს მისთვის ძალიან ემოციური იყო.
„აფხაზმა ბიჭმა მაჩუქა, სავარძელში ზის და აქ მკურნალობს. აფხაზეთში ჩამოსხმული ცქრიალა ღვინო და აფხაზეთში დაფასოებული თურქულად მოსახარში ყავა. ჰოდა, მასთან კი არ შევიმჩნიე, მაგრამ წამოვედი თუ არა, მას მერე ღაპაღუპით მცვივა ცრემლი. სახლში მინდა, აფხაზეთში! გესმის, ღმერთო?!“ - წერს ხორგუანი და ფოტოებს აქვეყნებს.