როგორ შეიცვალა სამშენებლო მასალების ფასი გასულ წელთან შედარებით?
მარტში მშენებლობისთვის შეძენილი მასალების წლიური ფასების ინდექსი ჯამურად 4.4%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
ჯგუფების მიხედვით, წლიური ფასების ინდექსის ცვლილება შემდეგია:
შენობება-ნაგებობები და შენობება-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები: ფასები შემცირდა 5.5%-ით.
საავტომობილო გზები და რკინიგზა; სავტომობილო გზების და რკინიგზის სამშენებლო სამუშაოები: ფასები შემცირდა 3.5%-ით.
კომუნალური ობიექტების ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები: ფასები შემცირდა 6%-ით.
ნაგებობები და სხვა სამოქალაქო ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები: ფასები შემცირდა 13%-ით.
შენობები და ნაგებობების აღება და საამშენებლო მოედნის მომზადება: ფასები შემცირდა 5.7%-ით.
ელექტროსამონტაჟო, წყალგაყვანილობის და სხვა სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები: ფასები შემცირდა 2.6%-ით.
სამშენებლო დამამთავრებელი და მოსაპირკეთებელი სამუშაოები: ფასები შემცირდა 0.3%-ით.
სხვა სპეციალიზებული სამშენებლო სამუშოები: ფასები შემცირდა 9.7%-ით.